5 თვეში საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი საფრანგეთია – ქვეყნების რეიტინგი

5 თვეში საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი საფრანგეთია – ქვეყნების რეიტინგი

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 28 მილიონ 155 ათასი დოლარის ღირებულების 39 660 ტონა შაქარი შეიძინა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში შაქრის იმპორტი ღირებულებაში წლიურად 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობაში 2.4%-ით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შაქრის იმპორტი წლის ამ პერიოდისთვის მცირედით გაძვირდა.

წლების განმავლობაში საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ბრაზილია იყო, თუმცა წელს 5 თვის ჭრილში ყველაზე მეტი შაქარი საფრანგეთში შევიძინეთ. ბრაზილიამ კი რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოცულობებით ფრანგული და ბრაზილიურ შაქრის იმპორტს შორის მცირე განსხვავებაა. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ფრანგული შაქარი ბრაზილიურზე ძვირი ღირს.

იანვარ-მაისში საქართველოში შაქრის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. საფრანგეთი – $7.4 მლნ, 9 066 ტონა;
  2. ბრაზილია – $5.3 მლნ, 9 000 ტონა;
  3. თურქეთი – $3.6 მლნ, 4 945 ტონა;
  4. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $3.5 მლნ, 6 000 ტონა;
  5. ნიდერლანდები – $3.2 მლნ, 3 852 ტონა;
  6. ბელგია – $2.8 მლნ, 4 147 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა წელს შაქარი მაროკოდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან და მცირე მოცულობებით უკრაინიდან, რუსეთიდან, კოლუმბიიდან ვიყიდეთ.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება – დეტალები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით…

2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა და აღარ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის…
დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. ამის შესახებ  საქსტატის 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველ სტატისტიკაში…
რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები და ჯარიმები სრულად

რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები…

2026 წლიდან საქართველოში ძალაში შედის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.…